ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 16 წლის ბიჭი, რომელიც კომაში იყო, გარდაიცვალა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოში ავარიის დროს დაშავებული 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
მოზარდი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში თვეზე მეტი კომაში იმყოფებოდა.
ექიმებმა თემურ ბაირამოვის გადარჩენა ვერ მოახერხეს.