თბილისის მერია მეტროს მე-3 ხაზის პროექტზე მუშაობს - რა მიმართულება განიხილება და როდის დასრულდება პროექტი?
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მეტროპოლიტენის ახალი - მესამე ხაზის დიდუბე-რუსთაველის მონაკვეთის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და მშენებლობის შესყიდვის თაობაზე ბაზრის კვლევას ატარებს.
ტექნიკურ დავალებაში ვკითხულობთ, რომ მესამე ხაზის ცენტრალური ნაწილი მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და საბურთალოს და ვაკის გავლით მეტროსადგურ რუსთაველს დაუკავშირდება. განაგრძეთ კითხვა