loader

ბოლო დროს ბავშვებში ძალიან გავრცელდა ეს სახიფათო თამაში: ფსიქოლოგი მშობლებს აფრთხილებს - "მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ, რა კონტენტს უყურებენ ბავშვები, განსაკუთრებით "ტიკ-ტოკში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბოლო დროს ბავშვებში ძალიან გავრცელდა ეს სახიფათო თამაში: ფსიქოლოგი მშობლებს აფრთხილებს - "მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ, რა კონტენტს უყურებენ ბავშვები, განსაკუთრებით "ტიკ-ტოკში"

ფსიქოლოგი ნათია მალანია მშობლებს ახალი სახიფათო თამაშის - "წითელი კარი, ყვითელი კარი" შესახებ აფრთხილებს. მისი თქმით, აღნიშნული თამაში უმეტეს შემთხვევაში იწვევს ან/და ამწვავებს ბავშვების ემოციურ ფონს, უსიამოვნო აზრთა ნაკადს და აძლიერებს შიშებს.

"მეგობრებო, ბოლო დროს ბავშვებში ძალიან გავრცელდა თამაში "წითელი კარი, ყვითელი კარი" (თამაშის დეტალებს სპეციალურად არ დავწერ რიგი მიზეზების გამო). აღნიშნული თამაში უმეტეს შემთხვევაში იწვევს ან/და ამწვავებს ბავშვების ემოციურ ფონს, უსიამოვნო აზრთა ნაკადს, აძლიერებს შიშებს, აქვთ ძილთან დაკავშირებული სირთულეები.

მნიშვნელოვანია, მშობლებმა ყურადღება მიაქციონ რა კონტენტს უყურებენ ბავშვები, განსაკუთრებით "ტიკ-ტოკში".

სკოლებმა მეტად გამოიკვლიონ ინფორმაცია, რაც მათ კედლებში ხდება.

სპეციალისტებმა სწორად და დროულად მიაკვლიონ პრობლემის არსს და შესაბამისად დაგეგმონ ჩარევის სტრატეგიები" - წერს ნათია მალანია.