ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, შემთხვევის ადგილზე ნახეს სისხლის კვალიც - ბოლნისში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში ასაკოვანი ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, 71 წლის ქალის ცხედარი 6 აპრილს, საღამოს ნახეს.
მეზობლები ამბობენ, რომ ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ნახეს სისხლის კვალიც.