loader

"10 000 ლარი გადაეცემა მას, ვინც ავთანდილის დაკარგულ ცხედარს გვაპოვნინებს" - ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"10 000 ლარი გადაეცემა მას, ვინც ავთანდილის დაკარგულ ცხედარს გვაპოვნინებს" - ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

გარდაცვლილი 48 წლის მა­მა­კა­ცის, ავ­თან­დილ ბო­დო­კიას ოჯახი მამაკაცის ცხედრის მოძებნაში საზოგადოებას დახმარებას სთხოვს, მადლობის ნიშნად კი მას, ვინც ცხე­დარს იპო­ვის, მად­ლო­ბის ნიშ­ნად 10 000 ლარს გა­დას­ცემს.

ავ­თან­დილ ბო­დო­კია ქუ­თა­ის­თან ახ­ლოს, ვარ­ცი­ხის ჰეს­ში, 10 მეტ­რის სიღ­რმის წყალ­ში გა­და­ვარ­და, შემ­თხვე­ვი­დან 3 სა­ათ­ში, ჰე­სის ტე­რი­ტო­რია ფსკე­რამ­დე და­აშ­რეს, თუმ­ცა ცხე­და­რი არ­სად აღ­მოჩ­ნდა. მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­უ­ჩე­რებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა ცხედ­რის ნახ­ვა პოვ­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

"მოწყალების სახით, ოჯახისგან 10 000 ლარი გადაეცემა ადამიანს, ვინც ავთანდილის დაკარგულ ცხედარს მდინარე რიონში გვაპოვნინებს.

ცხედარი შუა ბაშიდან ფოთამდე, ნებისმიერ ადგილზე შეიძლება იყოს: ნაპირებზე, წყლის ზედაპირზე, მდინარის კუნძულებთან და ა.შ

მდინარეში საეჭვო სხეულის შემჩნევის შემთხვევაში (ცხედარი 36-ე დღეა წყალშია) გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ პოლიციას და ოჯახს: 598 22 80 60

(პასუხისმგებელი გარდაცვლილის ძმა - ტარასი ბოდოკია)

ძალიან გთხოვთ, გადააზიაროთ და მაქსიმალურად გაავრცელოთ.

P.S მეგობრებო, ოჯახის, ნათესავების და შესაბამისი მცოდნის მქონე მოხალისეების პარალელურად, რასაკვირველია, სამაშველო სამსახურიც შეუჩერებლად მუშაობს და ყოველდღე, აქტიურად ატარებს სამძებრო სამუშაოებს! რიონი საქართველოს ყველაზე წყალუხვი და სიდიდით მეორე მდინარეა, რაც, ცხადია, სამძებრო მასშტაბებს ზრდის და უფრო ართულებს.

ჩვენი მიზანია ინფორმაცია დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას მივაწვდინოთ, იმ პირებს, ვინც რიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს, შეხება აქვთ მდინარესთან, თევზაობენ, ნიჩბოსნობენ ან მწყემსაობენ, რათა ინფორმირების შემდეგ მეტი ყურადღება გამოიჩინონ და მათი მიმდებარე ტერიტორიები მეტად გააკონტროლონ.

აღნიშნული თანხა არც ჯილდოა და არც წამახალისებელი საჩუქარი, ეს არის მოწყალება ოჯახიდან, მადლიერების გამოსახატად იმ ადამიანისადმი, ვინც შემთხვევით მაინც გადააწყდება ცხედარს, რაც ჩვენი ოჯახის გარდაცვლილი წევრის პატივის მიგებასა და დაკრძალვაში დაგვეხმარება" - წერს 48 წლის მა­მა­კა­ცის საბა ბოდოკია.

ავ­თან­დილ ბო­დო­კი­ას მე­უღ­ლე იმ დღეს იხ­სე­ნებს, როცა მისი ქმა­რი ში­ნი­დან გა­ვი­და.

"პირველად მაშინ მოვკვდი, როცა ისეთი დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც მწვავე და განუკურნებელი აღმოჩნდა... ამის მიუხედავად, მაინც ვიბრძოდით, არ ვნებდებოდით, ექიმის ყოველ ვიზიტზე იმედს ვებღაუჭებოდი, მაგრამ ნელ-ნელა ვგრძნობდი, რომ ვმარცხდებოდით... ვგრძნობდი, ჩემს ათულისთან ერთად როგორ ნადგურდებოდა ჩემი ახალგაზრდობა, იმედები, პირადი ბედნიერება...

2 მარტს ბედმა ისევ გადაწყვიტა ჩვენთვის მოეცალა... მზიან, მაგრამ თოვლიან და სუსხიან დილას, ღიმილნარევი სახით სახლიდან გავიდა და მალე მოვალო, მითხრა.

როცა სახლში მოსვლა დააგვიანდა, მოსვენება დავკარგე, ყოველი გასული წუთი საუკუნოდ მეჩვენებოდა, ფიქრებში ვიმეორებდი, კარგად არის, ალბათ სადმე შეიარათქო... სახლებიდან მეზობლების მანქანებით სწრაფად გასვლამ და გზად ჩაქროლილმა პოლიციის მანქანებმა შფოთვა უფრო გამიმწვავა.

მალევე გვითხრეს, მანქანა ვნახეთ... ათული შიგ არ ზის... თოვლის ნაკვალევი მდინარესთან, მოაჯირზე ადის და იქ წყდებაო... მუხლებით ძირს, თოვლზე დავეცი... ვღრიალებდი... არაფერი მესმოდა... შიგადაშიგ გულიკოს განწირული ხმა მაფხიზლებდა, შვილს ეძახდა...

ეს იმ დაუნდობელმა დაავადებამ გააკეთა..."