loader

რა მიზეზით დააკავეს გამოცემა „ინდიგო“-ს ჟურნალისტი საბა სორდია? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მიზეზით დააკავეს გამოცემა „ინდიგო“-ს ჟურნალისტი საბა სორდია?

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ პოლიციამ გამოცემა „ინდიგო“-ს ჟურნალისტი საბა სორდია დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, საბა სორდია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე მუხლი) გულისხმობს.

„ინდიგო“-ს აღმასრულებელი დირექტორის ნატა ძველიშვილის ინფორმაციით, საბა სორდია დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ცნობილია, რომ ამჟამად ჟურნალისტს ადვოკატი ხვდება.