loader

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ თანამდებობა დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ თანამდებობა დატოვა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ თანამდებობა დატოვა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტს უკვე ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, თუმცა უწყება მის ვინაობას ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს და განმარტავს, რომ ამის შესახებ საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მათი თქმით, სხვადასხვა დანაყოფში დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირების როტაციული წესით შეცვლა ხორციელდება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირების როტაციული წესით შეცვლა პერიოდულად ხორციელდება, რაც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად“, - აღნიშნეს მათ.