loader

პარლამენტმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი აირჩია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი აირჩია

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილება 79 ხმით მიიღო.

ოხანაშვილმა სუს-ის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი ჩაანაცვლა.

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მთავრობის წარდგინებით, 6 წლის ვადით აირჩია.

2 აპრილს ირაკლი კობახიძემ საკადრო გადაწყვეტილებების თაობაზე გააკეთა განცხადება, რითაც ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. სუს-ის უფროსის პოსტზე კი, კობახიძემ ანრი ოხანაშვილი წარადგინა.

ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პაატა სალიამ შეცვალა.

რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, როგორც კობახიძის ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო გაიყოფა, რის შემდეგაც ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2019 წლის ოქტომბერში დაამტკიცა.