loader

რა დეტალები ხდება ცნობილი, აგლაძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა დეტალები ხდება ცნობილი, აგლაძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით?

პოლიციამ თბილისში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ლ.ე. და ამავე წელს დაბადებული ლ.ა., ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა რომ, მიმდინარე წლის 2 აპრილს თბილისში, ღამის საათებში რაფაელ აგლაძის ქუჩის მიმდებარედ, ლ.ა.-ს, ლ.ე.-ს, 2001 წელს დაბადებულ ნ.ც.-სა და 1993 წელს დაბადებულ ო.მ.-ს შორის მოხდა კონფლიქტი და სიტყვიერი შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში.

სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები დააკავეს, ხოლო ნ.ც.-ს ადგილსმაყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს." - აღნიშნულია განცხადებაში