საბერძნეთში სტიქიას ებრძვიან - ვრცელდება ამსახველი მძიმე კადრები ადგილიდან
საბერძნეთში ძლიერ წყალდიდობას ებრძვიან - უამინდობის გამო დაიხურა სკოლები, დაწესდა საგანგებო გაფრთხილება. ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
სტიქიის ამსახველი საშინელი კადრები ინტერნეტშიც გავრცელდა - სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი წყალში ჩაძირული მანქანების გადარჩენას ცდილობდა. ზოგიერთ კადრში გზის პირას მიმოფანტული რამდენიმე დამსხვრეული მანქანა ჩანს.
წყალდიდობამ განსაკუთრებით დააზარალა პოპულარული კუნძული პაროსი, ასევე ქალაქები პარიკია და ნაოზა. ყველა მანქანას ეკრძალება მოძრაობა, გარდა სასწრაფო დახმარებისა.
დაშავებულების ან დაკარგულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
ეგეოსის ზღვის მატერიკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე რამდენიმე მეზობელი კუნძული კვლავ მკაცრი ამინდის გაფრთხილების ქვეშ იმყოფება. ადგილობრივი მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ საბერძნეთში უამინდობა ოთხშაბათამდე გაგრძელდება.
ქვეყნის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განახლებული საგანგებო ამინდის ბიულეტენი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, უახლოეს დღეებში ძლიერი წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.