loader

ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს მიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს მიმართა

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კუპრაძის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 2 აპრილს, 13:00 საათზე არის ჩანიშნული. საქმეს კი მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი განიხილავს.

„ივანიშვილის რეჟიმი დროს არ კარგავს! დღეს ბრალის წარდგენის შემდეგ, პროკურატურამ მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ“,- წერს „ფეისბუქზე“ კუპრაძე და დასძენს: „არცერთი ნაბიჯი უკან!“.