"ძაღლმა აგრესია გამოხატა მისი 6 წლის შვილის მიმართ - პოლიციის მაიორი შეეცადა, მოეგერიებინა ძაღლი, რის გამოც იძულებული გახდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში სამსახურებრივი იარაღიდან განეხორციელებინა გასროლა" - რა მოხდა გურამიშვილის გამზირზე?
სანზონაში, გურმაიშვილის გამზირზე ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.
როგორც Palitravideo-ს შსს-ში კომენტირებისას უთხრეს, შსს თანამშრომელი შვილებთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც ძაღლმა აგრესია გამოხატა. შსს თანამშრომელი "იძულებული გახდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში სამსახურებრივი იარაღიდან განეხორციელებინა გასროლა."
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, მის მცირეწლოვან შვილებთან ერთად გადაადგილდებოდა გურამიშვილის გამზირზე, რა დროსაც ძაღლმა აგრესია გამოხატა მისი 6 წლის შვილის მიმართ. პოლიციის მაიორი შეეცადა, რომ მოეგერიებინა ძაღლი, რის გამოც იძულებული გახდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში სამსახურებრივი იარაღიდან განეხორციელებინა გასროლა. ძაღლი გადაყვანილია ვეტერინარულ კლინიკაში. ფაქტთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი რეაგირების ოქმი და მიმდინარეობს მოკვლევა," - უთხრეს Palitravideo-ს შსს-ში კომენტირებისას.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება იყო მობილიზებული. დაშავებული ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაშია გადაყვანილი.