“ჩემს შვილს ლუკმად ვერ შეგწირავთ!" - ანდრო ჭიჭინაძის დედა მიმართვას ავრცელებს
თბილისში მიმდინარე აქციებზე, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც პოლიტიკოსებს მიმართავს.
“არ გაბედოს არც ერთმა პოლიტიკოსმა მშობლების სახელით ილაპარაკოს!
"ჯერ საქართველო განთავისუფლდეს და მერე გამოვიდნენ პატიმრებიო ასე თქვეს მშობლებმაო!“ - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი სამშობლოსთვის ხალხი! მაგრამ ჩემს შვილს ლუკმად ვერ შეგწირავთ! თუ ზრუნავთ მათ გამოყვანაზე იზრუნეთ! ჩემთვის პრიორიტეტი ესაა! მერე ისინიც დადგებიან სამშობლოსთვის და ევროპული მომავლისთვის როგორც აქამდე იდგნენ!
უნდა დავიხსნათ ჩვენი ბიჭები და არ გაძლევთ იმის უფლებას ივაჭროთ მათით და ჩვენით! არ დავასახელებ ჯერჯერობით ვინც გამოვიდა გუშინ და თქვა ეს! სპეკულაციაა ჩვეულებრივი და არ ვაძლევ უფლებას ისპეკულირონ ჩვენი ტყვეებით!
ჯერ პატიმრები და მერე სხვა ყველაფერი! ესაა ჩემი აზრიც, სიტყვაც, სურვილიც! ვისაც როგორ გინდათ ისე გაიგეთ! 18 წლიდან სამშობლოს დასაცავად ვდგავარ იქ სადაც საჭიროა და ჩვენ შვილებს ლუკმად ვერავის გადმოგიგდებთ დღეს!“ - წერს ლიკა გუნცაძე.