"ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ..." - სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ
ის კოორდინაცია, რომელიც თავისი წესებით გუშინ გამოცხადდა, დღეს შედგა - გუშინდელი პროტესტი ძალიან დიდი იმედს გვაძლევს და ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების რეპრესიულმა პოლიტიკამ ვერ შეძლო და ვერ დაშალა - პროტესტი არსებობს და როდესაც საშუალება ეძლევა, რომ უფრო ძლიერად გამოჩნდეს, გამოჩნდება,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდგომ ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმითვე, დღეს „პოლიტიკურ სპექტრზე კიდევ ერთი შეტევა მიმდინარეობს და პოლიტიკური დევნა ახალ ეტაპზე გადადის“.