"ჩვენ გამოგვირთეს მიკროფონები... რა ხდება საერთოდ ვერ გავიგე... რაც ჩატარდა, ეს იყო დივერსია" - რა თქვა პაატა ბურჭულაძემ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შესახებ
რაც დღეს ჩატარდა, იყო დივერსია. 100-150 ათასი კაცი გამოვედით და ისტორია მოგვიყვა, - ასე ეხმაურება ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე „პალიტრანიუსის“ ეთერში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტზე.
პაატა ბურჭულაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ 8 აპრილს, საღამოს შეიკრიბონ რუსთაველზე და არ დაიშალონ მანამ, სანამ არ დაინიშნება ახალი არჩევნები და გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები.