"კლუბსა და ფეხბურთელს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა" - სად გააგრძელებს გიორგი ქოჩორაშვილი საფეხბურთო კარიერას?
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ესპანური "ლევანტეს" ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას პორტუგალიაში, "სპორტინგში" გააგრძელებს.
ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
"ქოჩორას" სატრანსფერო თანხა 7.5 მილიონ ევროა.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა
აღსანიშნავია, რომ გიორგი ქოჩორაშვილი სეზონის ბოლომდე "ლევანტეში" დარჩება იჯარის წესით, ახალ კლუბს კი ზაფხულში შეუერთდება.