"მათ გამო აღარ იტირო, გთხოვ!" - როგორ ეხმაურებიან ცნობილები თათული ედიშერაშვილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს?
ცნობისთვის, გიორგი გასვიანის მეუღლის, მარიტა მელიქიშვილის დაბადების დღიდან გავრცელებულ კადრებს, სადაც თათული ედიშერაშვილი ცეკვავს, სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
თათული ედიშერაშვილმა სოციალურ ქსელში კრიტიკოსებს უპასუხა:
"ბევრი მოვითმინე და გავატარე, მაგრამ აღარ დამთავრდა! ქუჩაში ცეკვა პატრიოტიზმია და დაბადების დღეზე ცეკვა სამშობლოს ღალატი ყოფილა. ვერ იტანენ კარგ ხასიათზე მყოფ ადამიანებს. მიხედეთ თქვენს ცხოვრებას და იქნებ უკეთესად იგრძნოთ თავი. როგორ ბედავთ ან ვინ გეკითხებათ, დამიდგინოთ სად ვიარო, სად ვიმუშაო და ვინ მიყვარდეს?!"
თათულის პოსტს კომენტარებში ცნობილი ადამიანებიც გამოეხმაურნენ:
ნანუკა გულუა: "ძვირფასო თათული, მინდა სულ გეცეკვებოდეს და გემღერებოდეს… გულით მინდა გირჩიო, არ მიაქციო სასტიკებად ქცეულ ადამიანებს ყურადღება, დააიგნორე, არ წაიკითხო და მათ გამო აღარ იტირო, გთხოვ! ხვალ ეს ადამიანები ისევ მოგეხვევიან , "პომადის" ნომერს და დასახელებას გკითხავენ და გეტყვიან რომ ძალიან უყვარხართ…
გიორგი გასვიანი: "აუ, მაგ ღორებს უნდა უძღვნა პოსტები? არ ღირან შენს ერთ წუხილადაც კი! მიყვარხარ..."
მაკა რაზმაძე: საბჭოთა კომუნიზმი სხვა კი არაფერი იყო, პარტიის მხრიდან ადამიანების ცხოვრების მუდმივი კორექტირება და ადამიანებისთვის ამხანაგური სასამართლოების მოწყობა... აღადგინეს ვიღაცეებმა ბოლშევიკური სულისკვეთება...
ლაშა ბასლანძე: "არ იქნებააა სამართალი! არ იქნება ცეკვები!!! სიგიჟეა"
ვიდეო: TIVI