"შეგრძნება მქონდა, რომ დედასთან შესახვედრად მივდიოდი და შევხვდი დედას" - რას ჰყვება ქალი, რომელსაც დედა 4 წლის წინ გარდაეცვალა და დედის მიერ 25 წლის წინ გაგზავნილი წერილი ახლა მიიღო
„კვირის პალიტრის“ პროექტის - „გზავნილი მომავალში“ ფარგლებში, 2005 და 2010 წლების შემდეგ, კიდევ ერთხელ გაიხსნა
სკივრი, საიდანაც ადრესატებმა 2000 წელს მათთვის გაგზავნილი წერილები მიიღეს.
პროექტი 2000 წელს დაიწყო. ნებისმიერ მსურველს შეეძლო წერილი დაეწერა ოჯახის წევრისთვის, მეგობრისთვის, ახლობლისთვის თუ ზოგადად, ქვეყნისთვის, რომელსაც ადრესატი, წერილის ავტორის სურვილისამებრ, 5, 10, 25, 50 ან 100 წლის შემდეგ მიიღებდა და მიიღებს.
წერილები მოთავსდა სპეციალურ სკივრში და შესანახად მიებარა ეროვნულ არქივს.
პროექტის „გზავნილი მომავალში“ ფარგლებში სკივრი უკვე გაიხსნა 2005 და 2010 წლებში, ადრესატებს წარსულიდან მიწერილი წერილები გადაეცათ.