"გაუგონარი ჭორები ვრცელდება ჩემზე... გრცხვენოდეთ და გტანჯავდეთ ცილისწამება, რომელსაც ასე უნამუსოდ და თან დარწმუნებით ავრცელებთ!" - თეა დარჩიას მიმართვა
მოცეკვავე თეა დარჩია სოციალურ ქსელში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომ თითქოს, რუსთაველზე ცეკვისთვის მან ფული აიღო.
"გაუგონარი ჭორები ვრცელდება ჩემზე, რომ რუსთაველზე ცეკვისთვის მე 100 000 და 50 000 ლარი ავიღე.
ამ სიმართლით გატაროთ ღმერთმა!
ღმერთმა იცის, რომ კაპიკი არ ამიღია უკანონოდ დაკავებულების და უდანაშაულო ბავშვების გასათავისუფლებელ აქციებზე, ჩემი ცეკვით გამოხატულ პროტესტში!
გრცხვენოდეთ და გტანჯავდეთ ცილისწამება, რომელსაც ასე უნამუსოდ და თან დარწმუნებით ავრცელებთ!!!" - წერს თეა დარჩია.