უბედურ შემთხვევას კახეთში 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა - "ბავშვი სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ წყალსაცავში ჩავარდა"
კახეთში, ბანაკ "მზიანეთის" ტერიტორიაზე უბედურ შემთხვევას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში მოხდა.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ბავშვი სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ წყალსაცავში ჩავარდა, რაც ადგილზე მყოფმა მამაკაცმა შეამჩნია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მცირეწლოვანი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და საქართველოში დედასთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევის დროს, კომპლექსში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პედაგოგების კონფერენცია მიმდინარეობდა.
გარდაცვლილს საკუთარ ქვეყანაში უახლოეს დღეებში გადაასვენებენ. მომხდარის დეტალებს პოლიცია იძიებს.