"დღეს სალომეს უკან, ბანერი ,,თავისუფლება მიშას” არის ყველაზე ინფანტილური და მავნებლური საქციელი, რაც შეიძლებოდა ვინმეს ექნა" - რას წერს პიანისტი გიორგი გიგაშვილი?
პიანისტი გიორგი გიგაშვილი რუსთაველის გამზირზე გატანილ ბანერებს, სადაც "თავისუფლება მიშას" ეწერა სოციალურ ქსელში ეხმაურბა:
"რავი, ხალხო, ფოტოს სხვას რომ უღებენ ეიფელის ფონზე, მიწაზე ვწვები და ისე მივფოფხავ რომ არ გამოვჩნდე. პრიორიტეტი რომ არ ვარ ანუ, ვხვდები!დღეს სალომეს უკან, ბანერი ,,თავისუფლება მიშას” არის ყველაზე ინფანტილური და მავნებლური საქციელი, რაც შეიძლებოდა ვინმეს ექნა. სალომე კი არა, კაცი არ დარჩა საქართველოში, ვისაც მიშას შეწყალება შეუძლია, სხვა პრიორიტეტები აქვს ერს, ყველაზე დიდი აქცია დაანონსდა და დორბლი სდის მთელ საქართველოს, რა მოხდება და უცებ ხვდები რომ ერთ წამში ჩაიფარცხა ყველაფერი, რისი მიღწევაც შეიძლებოდა. მიღწევა იმის, რომ ვინმე ,,ქოცს” ენახა, დაენახა ერთიანობა, გაუტეხელობა, არ მივეწერეთ, რომ ყველა ნაცები ვართ და ამ დროს? მიშას გათავისუფლების მოთხოვნის მარშად იქცა ეს დღე - ყველა არხზე.. ცოტა შეგრძნება დაგვეკარგა რაღაცების, მათ შორის, რეალობის.პ.ს. (ეს პოსტი მიშაზე არ არის)."- წერს გიორგი გიგაშვილი.