loader

დაესწრება თუ არა მიხეილ ყაველაშვილი 9 მა­ისს რუ­სეთ­ში აღ­ლუმს და მიიღო თუ არა მოწვევა ღონისძიებაზე - პრესსამსახურში "რადიო თავისუფლების" კითხვებს უპასუხეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაესწრება თუ არა მიხეილ ყაველაშვილი 9 მა­ისს რუ­სეთ­ში აღ­ლუმს და მიიღო თუ არა მოწვევა ღონისძიებაზე - პრესსამსახურში "რადიო თავისუფლების" კითხვებს უპასუხეს

მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი 9 მა­ისს რუ­სეთ­ში აღ­ლუმს არ და­ეს­წრე­ბა. ამის შე­სა­ხებ "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას" პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

"არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს“, - უთხრეს გა­მო­ცე­მას პრეს­სამ­სა­ხურ­ში და დას­ძი­ნეს, რომ "მოწ­ვე­ვაც არ მის­ვლი­ათ".

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყო­ველ წელს, 9 მა­ისს, რუ­სე­თი "დიდ სა­მა­მუ­ლო ომში“ გა­მარ­ჯვე­ბას აღ­ნიშ­ნავს. კი­თხვა იმა­ზე, არის თუ არა წელს და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მიწ­ვე­ულ სტუმ­რებს შო­რის მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელს, მა­რია ზა­ხა­რო­ვას, გა­მო­ცე­მა SOVA-მ და­უს­ვა

"ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის თინა ბო­კუ­ჩა­ვას გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის პრესს­პი­კე­რის და კრემ­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრო­პა­გან­დის­ტის, მა­რია ზა­ხა­რო­ვას გან­ცხა­დე­ბა ამ­ყა­რებს სა­ფუძ­ველს ვა­რა­უ­დის, რომ მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილს კრემ­ლის­გან მიწ­ვე­ვა ნამ­დვი­ლად აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ ბო­კუ­ჩა­ვამ დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პარ­ლა­მენ­ტის მიერ არ­ჩე­უ­ლი არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის მიერ 9 მა­ისს მოს­კოვ­ში ჩას­ვლის გან­ზრახ­ვას რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის პრესს­პი­კე­რი და კრემ­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრო­პა­გან­დის­ტი, მა­რია ზა­ხა­რო­ვა გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მელ­მაც ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში დას­მულ კი­თხვა­ზე, არც უარ­ყო და არც და­ა­დას­ტუ­რა ინ­ფორ­მა­ცია. აღ­ნიშ­ნა, რომ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია ისა­უბ­რებს. ფაქ­ტი ამ­ყა­რებს სა­ფუძ­ველს ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მოწ­ვე­ვა მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილს კრემ­ლის­გან ნამ­დვი­ლად აქვს მი­ღე­ბუ­ლი. მა­შინ, რო­დე­საც ივა­ნიშ­ვი­ლი სწო­რედ პუ­ტი­ნის მე­თო­დე­ბით არ­ბევს მშვი­დო­ბი­ან მო­მი­ტინ­გე­ებს, მა­შინ, რო­დე­საც ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი სწო­რედ პუ­ტი­ნის მე­თო­დე­ბით ებ­რძვის დე­მოკ­რა­ტი­ულ, პრო­და­სავ­ლურ ოპო­ზი­ცი­ას და აკ­რძალ­ვით ემუქ­რე­ბა, მა­შინ, რო­დე­საც სწო­რედ პუ­ტი­ნის მე­თო­დე­ბით აწა­მებს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­კა­ვე­ბულ მო­მი­ტინ­გე­ებს და პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებს, მა­შინ, რო­დე­საც პუ­ტი­ნის დაკ­ვე­თით და პუ­ტი­ნის სა­ა­მებ­ლად მე­ო­თხე წე­ლია პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. რაც მთა­ვა­რია და ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი პატ­რი­ო­ტის­თვის, სწო­რედ პუ­ტი­ნის დაკ­ვე­თით ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი, ჯა­ლა­თი წუ­ლუ­კი­ა­ნის ხე­ლით ცდი­ლობს გა­და­წე­როს სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რია რუ­სუ­ლი ვერ­სი­ით და პუ­ტი­ნის სა­ხე­ლით გა­ა­სა­მარ­თლოს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, ქარ­თუ­ლი ჯარი და სარ­დლო­ბა. ჩვენს ხელთ არ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ერ­თად, ახლა უკვე რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით ვერ გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ ეს მოწ­ვე­ვა არა­ლე­გი­ტი­მურ, დე-ფაქ­ტო პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილს უკვე მი­ღე­ბუ­ლი აქვს. ღა­ლა­ტის ქრო­ნი­კის კულ­მი­ნა­ცი­ად, რო­მელ­საც გა­სუ­ლი კვი­რე­ბის მან­ძილ­ზე ვუ­ყუ­რებ­დით "ღა­ლა­ტის კო­მი­სი­ა­ში“ სწო­რედ წი­თელ მო­ე­დან­ზე, ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის პუ­ტინ­თან ერ­თად სამ­ხედ­რო აღ­ლუ­მის ჩა­ბა­რე­ბა იგეგ­მე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

წყარო: "რადიო თავისუფლება"