"როგორ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი და ჩემი ბრალია... მამამ არ იცოდა ეს ამბავი და ბოდიში მამა" - რას წერს თიკა ჯამბურია?
ერთი თვის წინ, მომღერალმა თიკა ჯამბურიას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. დიაგნოზი იყო მელანომა, რის შემდეგაც მომღერალს მკლავზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
"რაც მთავარია, ყველაფერი კარგად დასრულდა და ეს შრამიც უკვე შევიყვარე“ - დაწერა გუშინ მომღერალმა სოციალურ ქსელში, რასაც როგორც მედიის, ისე საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც ჩანს, თიკა იმდენად შეწუხდა ზარებით, რომ გადაწყვიტა ამ თემაზე სოციალურ ქსელში კიდევ ერთი, ამჯერად ვრცელი განმარტება გაეკეთებინა.
- როგორ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი და ჩემი ბრალია. რას გავაკეთე ეს ერთი ვიდეო. მეთქი ტიკ-ტოკ ტრენდს ავყვები და გავაკეთებ, არ მეგონა ამხელა ამბავს თუ აწევდა მთელი საინფორმაციო ონლაინ სივრცე.
მოკლედ მოვყვები და გთხოვთ ცალ-ცალკე აღარ დამირეკოთ და არც მომწეროთ, ტრაგიკული გაუბედურებული ხმებით, თითქოს უკვე რაღაც უბედურება დამემართა და საიქიოს გზაზე ვარ.იუმორი იქით იყოს და მართლა ძალიან სანერვიულო პერიოდი გავიარეთ მე და ჩემმა ყველაზე ახლობლებმა, სანამ ოპერაცია და კვლევების პასუხები მოვიდოდა. თუმცა არ ვიყავით შინაგანად ცუდისკენ განწყობილები, რაღაცნაირად დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა. ასეც მოხდა. ჩემი ბიძაშვილის თეონას, დიდი დამსახურებაა რომელიც კლინიკა „კანში“ მუშაობს და დამაძალა კვლევა გამეკეთებინა და ყურადღება მიმექცია ჩემი ხალისთვის, რომელიც უცნაურად იზრდებოდა და იმაზე დროულად მივუსწარით ვიდრე შეიძლებოდა ....
ხათუნა ხოფერია, მადლობა პერსონალური შენ. მეტს ნუღარ მომაყოლებთ, გთხოვთ, არ მინდა ასეთი დიდი აჟიოტაჟი მოჰყოლოდა ამ ამბავს. და კიდევ, მამამ არ იცოდა ეს ამბავი და ბოდიში მამა. გუშინ გაიგო ნიუსებით.
p.s გთხოვთ აღარ მკითხოთ არაფერი. ჯანმრთელი ვარ, კარგად ვარ, ყველაფერი დასრულდა.