loader

რა ვიდეოს აქვეყნებს გიგა დაუშვილის დეიდა, რომლის დისშვილი, თითქმის ორთვიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვიდეოს აქვეყნებს გიგა დაუშვილის დეიდა, რომლის დისშვილი, თითქმის ორთვიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს

24 წლის გიგა დაუშვილი, რომელსაც ოჯახი 9 თებერვლიდან ეძებდა, სამწუხაროდ გარდაცვლილი იპოვეს. ამ ინფორმაციას დაკარგული ახალგაზრდის ახლობლები ავრცელებენ. ყველა ძალიან განიცდის მომხდარს. თითქმის ორი თვე ეძებდა ოჯახი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდას.

ცნობილია, რომ გიგა 9 თებერვალს გავიდა სახლიდან. მისი ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, რომ ბოლოს ისინი ერთად იყვნენ დიღმის ჭალებში. სწორედ იქ იპოვეს დაკარგული ბიჭის მობილური ტელეფონიც. განგაშის ზარი დედამ იმავე დღეს ჩამოკრა და ყველგან ეძებდა თავის შვილს. იმ ღამით შვილი რომ ვერსად იპოვა, მეორე დილიდან საქმეში პოლიცია ჩართო და სამძებრო სამუშაოები პოლიციამ და მაშველებმა აქტიურად დაიწყეს.

დეტალურად დაათვალიერეს მტკვრის მთელი პერიმეტრი და განსაკუთრებით ის ადგილი, სადაც ბოლოს გიგას მობილური ტელეფონი იპოვეს, თუმცა მაშინ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახეს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გიგა დაუშვილი სწორედ მტკვარშია პარასკევს ნაპოვნი, სავარაუდოდ ცხედარი მდინარემ გამორიყა. აქვს თუ არა დაზიანება ცხედარს, რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი, ეს და ბევრი სხვა დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე განცხადება არ გაუვრცელებია. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

"შენზე წარსულში როგორ ვილაპარაკო დეი, დროებით ჩემო გულის ნაწილო. შენ იცი, შენ ვინ ხარ ჩემთვის, ჩვენ დეიდა-დისშვილი არ ვართ მხოლოდ, ჩვენ სულ სხვა ურთიერთობა გვაქვს, მე და შენ, შენ და მე, ასე ვიყავით და ვიქნებით სულ სანამ ვიარსებებ ამ ქვეყანაზე. მერე კი, ვიცი პირველი შენ შემომეგებები როცა სამუდამოდ დავიდებ ბინას შენთან. მიყვარხარ უკიდეგანოდ," - წერს ეკა დაუშვილი.