loader

"ქეთომ დარეკა... თქვა, რომ უსაფრთხოდაა, თუმცა ჯერ არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი" - რა ინფორმაცია ვრცელდება აშშ-ში დაკარგულ ქართველ 16 წლის გოგოზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქეთომ დარეკა... თქვა, რომ უსაფრთხოდაა, თუმცა ჯერ არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი" - რა ინფორმაცია ვრცელდება აშშ-ში დაკარგულ ქართველ 16 წლის გოგოზე?

აშშ-ში დაკარგულ ქართველ 16 წლის ქეთი მაყაშვილს ოჯახთან კომუნიკაცია ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ბელა მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. თუმცა, მისი თქმით, გოგონას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

"ქეთომ დარეკა, თქვა რომ უსაფრთხოდაა, თუმცა ჯერ არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი. ამ ეტაპზე მთავარია ბავშვი ცოცხალია, იმედია, ლოკაციასაც მალე დაადგენენ. ამ ეტაპზე ესაა ბოლო ინფორმაცია. ბავშვს ნაპოვნად ჩავთვლით მაშინ, როცა დავინახავთ და ხელით შევეხებით. ამ ეტაპზე სადაა, არ ვიცით. ვეძებთ. პოსტს კომენტარებს ვუთიშავ" - წერს ბელა მაღლაფერიძე.

მანამდე ქეთის დედამ, ელენე ბერიძემ დაკარგული შვილის შესახებ მიმართვა გაავრცელა:

"მეგობრებო! ეს ჩემი შვილი ქეთი მაყაშვილია, 16 წლის. ქეთი დღეს დილით 10:20 წუთზე სახლიდან გავიდა სპორტდარბაზში. ამ დროიდან ტელეფონი გათიშული აქვს, სპორტდარბაზში არ მისულა, არცერთმა მეგობარმა არაფერი იცის. გთხოვთ, იქნებ, ვინმეს შეგხვდეთ, ან რამეს მოკრათ ყური, ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. ჩართულია პოლიცია. ფოტოები გამოკრულია ყველგან. გააზიარეთ პოსტი, ყველას გთხოვთ." - აღნიშნულია მიმართვაში.