საგანგაშო კვლევა - ყველაზე ტრენდულ ტკბილეულში ჯანმრთელობისთვის საშიში შემადგენლობები აღმოაჩინეს - მოხვდა თუ არა ქართულ ბაზარზე დუბაის მომწამვლელი შოკოლადი?
საგანგაშო კვლევა - გერმანიაში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, დუბაის შოკოლადში ობის სოკო და ტრანსცხიმები აღმოჩნდა.
კვლევის საგანგაშო შედეგებს გერმანული გავლენიანი გამოცემა "შპიგელი" ავრცელებს.
გერმანიის სურსათის უვნებლობის ლაბორატორიაში შემოწმდა გაერთიანებულ საამიროების, თურქეთის, ნიდერლანდებისა და გერმანიის 6 მსხვილი მწარმოებლის დუბაის შოკოლადი.
კვლევის შედეგად კი თურქეთიდან და საამიროებიდან იმპორტირებულ ყველაზე ძვირადღირებულ ნიმუშებში აღმოჩნდა - გლიციდიდინის ტოქსინები, რაფინირებული პალმის ზეთი, ობის აფლატოქსინები, მიკოტოქსინები, ტოქსიკური არომატიზატორები და საღებავები.
შესწავლილი ტკბილეულის შემთხვევაში დარღვეულია ეტიკეტირების წესიც. შეფუთვაზე მითითებული შემადგენლობა მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალურად გამოყენებული ინგრედიენტებისგან. ასევე არცერთი პროდუქტის ანოტაცია არ იძლევა ინფორმაციას მასში არსებული მძიმე ალერგენების შესახებ.
შემოწმებულ დუბაის შოკოლადის ფილებში აღმოჩენილი დამაბინძურებლები კლასიფიცირებულია, როგორც პოტენციური კანცეროგენები, კანცეროგენები კი სიმსივნური დაავადებების მაპროვოცირებელია.
წყარო/ვიდეო: "რუსთავი 2"; კურიერი • P.S