loader

ახალციხეში 10 წლამდე ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა - მოზარდი კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალციხეში 10 წლამდე ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა - მოზარდი კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე 10 წლამდე ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა.

ინფორმაციას ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს მოხდა, დაშავებული ჯერ ახალციხის კლინიკა "იმედში" შეიყვანეს. ამჟამად კი კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადაჰყავს.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელი "სამხრეთს კარიბჭესთან" აცხადებს, ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.

მორიგე ექიმის განმარტებით, პაციენტს მოტეხილობები არ აღენიშნება, მას ჩაუტარდა კვლევები და იმყოფება მართვით სუნთქვაზე.