ვრცელდება ამაღელვებელი ვიდეოკადრები - საქართველოში დაბრუნებულ მარიამს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ
ვრცელდება ამაღელვებელი ვიდეოკადრები - საქართველოში დაბრუნებულ მარიამს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ
ცნობისთვის, 20 მარტს, 16 წლის მარიამ კოხრეიძეს თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში7-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. მარიამს ორი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა - გოგონას ყბა გაუხსნეს და პროთეზები გაუკეთეს. ცნობილია ისიც, რომ ექიმმა ჰონორარზე უარი თქვა. ექიმი, რომელმაც მარიამს უსასყიდლოდ ოპერაცია გაუკეთა, პროფესორი დოქტორი ალთან ვაროლია.
გოგონა ქუთაისელმა ფოტოგრაფმა დანტესმა იგივე დავით ოქროპილაშვილმა აღმოაჩინა. დანტესი იყო ის ადამიანი, რომელმაც მარიამის პრობლემის მოსაგვარებლად საზოგადოების ჩართულობა ითხოვა.