loader

"ერთიანი პოზიციები არ არსებობს - უტოპიურ და არარეალისტურ საკითხებზე დასაკარგი დრო ნამდვილად არ არის, ჩვენ ჩვენი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ" - თინა ბოკუჩავა სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთიანი პოზიციები არ არსებობს - უტოპიურ და არარეალისტურ საკითხებზე დასაკარგი დრო ნამდვილად არ არის, ჩვენ ჩვენი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ" - თინა ბოკუჩავა სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ

უტოპიურ და არარეალისტურ საკითხებზე დასაკარგი დრო ნამდვილად არ არის, ჩვენ ჩვენი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ არა ყალბი მოლოდინებით, არამედ პოლიტიკური და პარტიული პლატფორმით,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი განმარტებით, პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრებს არჩევნებთან და ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კონკრეტული მოლოდინები აქვთ, თუმცა, სამწუხაროდ, „არცერთ აღნიშნულ საკითხზე ერთიანი პოზიციები არ არსებობს“.

„ჩემი დღეს აქ მოსვლის ერთადერთი მიზანი იყო, რომ გადმომეცა პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრების გზავნილი - მათ აქვთ კონკრეტული მოლოდინები ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ერთიანობასთან, პროტესტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის რეგიონებში გასვლის ჩათვლით, მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ არცერთ აღნიშნულ საკითხზე რეალურად, ერთიანი პოზიციები არ არსებობს. ამიტომ, დღეს როდესაც რეჟიმი რეპრესიების ახალ ტალღას იწყებს და პირდაპირ აანონსებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ჩემი აზრით, ყველაზე ძვირფასია დრო. ნამდვილად არ არის დასაკარგი დრო უტოპიურ და არარეალისტურ საკითხებზე. ამიტომ, ჩვენ ჩვენი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ არა ყალბი მოლოდინებით, არამედ პოლიტიკური და პარტიული პლატფორმით“, - განაცხადა ბოკუჩავამ მედიასთან.