"ცოცხლები არიან? - შევედი მის ფეისბუქზე, რამე ხომ არ დაწერათქო" - ნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
"პარტიებმა გაავრცელეს ელენე ხოშტარიას მხარდასაჭერი განცხადება.
ყველაა გახარიას გარდა.
შევედი მის ფეისბუქზე, რამე ხომ არ დაწერათქო? სიცარიელე.
შემდეგ შევედი ნათია მეზვრიშვილის გვერდზე, როგორც ქალის სოლიდარობა მენახა - სიცარიელე.
გამახსენდა გახარია რომ სცემეს, ჩვენი მხარდაჭერა, რა ხმამაღალი იყო.
მაგრამ ახლა ის უფრო მაინტერესებს-ცოცხლები არიან?და ვინც ეს პარტია შემოხაზეთ, ალბათ ეძებთ საკუთარ რჩეულს არა?!" -წერს ნანუკა ჟორჟოლიანი