"სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში დამნაშავე პირები, რომლებმაც "სამხრეთ ოსეთში" შეჭრის ბრძანება გასცეს, უნდა დაისაჯონ" - ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება
ეჭვგარეშეა, რომ დამნაშავეები, რომლებსაც სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში წილი მიუძღვით, რომლებმაც "სამხრეთ ოსეთში" შეჭრისა და მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის ბრძანებები გასცეს, ისევე როგორც ოს ხალხთან მიმართებით გენოციდის აქტების, გენოციდის ჩადენაში მონაწილე პირები, უნდა დაისაჯონ, - ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობას.
ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, რამდენად „ზუსტად და გამჭვირვალედ“ მიუდგება მოქმედი კომისია 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებას, „დრო გვიჩვენებს“.
„რამდენად ზუსტად და გამჭვირვალედ მიუდგება მოქმედი კომისია 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებას, დრო გვიჩვენებს, მაგრამ საერთაშორისო კომისიის მუშაობის შედეგები ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველო აგრესორია, აშკარაა“, - აცხადებენ ე.წ. საგარეო უწყებაში.