loader

"რატომ უნდა გვენდობოდეს ხალხი, გაუგებარია, არაფერია ნაღდი, ყველაფერი დეკორაციაა, რასაც აღვწერ, ეს დაავადება პოლიტიკის სარკომაა" - თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რატომ უნდა გვენდობოდეს ხალხი, გაუგებარია, არაფერია ნაღდი, ყველაფერი დეკორაციაა, რასაც აღვწერ, ეს დაავადება პოლიტიკის სარკომაა" - თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებას ავრცელებს

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

"

ბოლო თვეებია ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები, ვისთანაც აქამდე გადაკვეთა არ მქონია.

მათი დიდი ნაწილი ჩემი მხარდამჭერი საერთოდ არაა და მოსაზრებების გასაცვლელად ვხვდები - ველაპარაკები, რომ მათი თვალებიდან დავინახო პროცესი.

აი ამ შეხვედრების დროს ვხვდები რა ტრავმირებულები არიან პოლიტიკური სპექტრისგან.

მათი გამოცდილება პოლიტიკოსებთან შეხვედრის, მხოლოდ ტელე და ფოტოკამერებთან ასოცირდება - სურათის დეკორაციების გამოცდილება აქვთ და არაფერი სხვა.

რატომ უნდა გვენდობოდეს ეს ხალხი, გაუგებარია.

თქვენი თავი წარმოიდგინეთ, ადამიანთან რომელიც ნდობას გთხოვთ, პირველ შეხვედრაზე რომ მიდიხართ და კამერებს გახვედრებთ, რომ საჩვენებელი პროცესი შექმნათ და რომელიმე პოლიტიკური გვამის დეკორაციად წარმოჩინდეთ.

ეს ხომ იმას ნიშნავს რომ ადამიანადაც არ გთვლით? ჯერ თქვენი აზრი არ გაუგია და უკვე მის ანტურაჟად გასაღებთ - არც აინტერესებს რას ფიქრობთ, ეგებ მავნებელი ხარ?

რასაც აღვწერ, ეს დაავადება პოლიტიკის სარკომაა.

არაფერია ნაღდი, ყველაფერი დეკორაციაა და "ტელეკარწინკისთვის" კეთდება.

დეჰუმანიზაცია ეხება ელიტას, რომლებსაც მდიდარი პოლიტიკოსები რაღაც შატოებში დაათრევენ და პრიალა სურათებს უღებენ.

მაგრამ ამაზე მეტად, დეჰუმანიზაცია ეხება საშუალო და დაბალ სოციალურ ფენას.

წინასაარჩევნოდ ყრილობებზე რომ ათასობით ადამიანს ხედავდით, თქვენი აზრით ეს ადამიანები პროტესტის დროს სად გაქრნენ?

სად და სახლებში!

იმიტომ რომ არც მათი აზრი უკითხავს ვინმეს სანამ ყრილობაზე დეკორაციად დასვამდნენ - თვლით იყვნენ წარმოდგენილები, როგორც ცხვრები.

თავებსაც იტყუებდნენ და თქვენც გატყუებდნენ, როცა მათ მხარდამჭერებად წარმოაჩენდნენ წინასაარჩევნოდ.

P.S. 2023 წელს წინა პარტიის ყრილობა რომ გავაკეთეთ, სადაც მე პრაიმერიზს შევუერთდი, რომ პარტიაში ოფიციალური პოზიცია დამეკავებინა, სტუმრებს ხომ ვეპატიჟებოდით.

მაშინ მთლად კარგად ვერ ვხვდებოდი კაკო ბობოხიძის ვნებებს, მაგრამ ძალიან აღგზნებული იყო ხალხის რაოდენობაზე - მივხვდი რომ რაღაც კლასობრივ დაპირისპირებაში შემოვიდა და სოციალისტური შეჯიბრი გააჩაღა, თვითონ მეტს მოიყვანდა და თუ პირობითი "თბილისელები".

მეთქი კაკო ჩილ - ჩემს წვეულებებზე ხალხი სულ დადის, მაგრამ არ ეყურებოდა, მე მაშინ ვერ ვხვდებოდი რომ მე მეჯიბრება ეგ გაჭირვებული.

ცხადია რეალური მხარდამჭერებიც ჩამოვიდნენ რაიონებიდან და ისინიც იყვნენ ყრილობაზე, მაგრამ ამავდროულად იყო რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებმაც საერთოდ არ იცოდნენ სად იყვნენ და რაზე იყვნენ - ისე იქცეოდნენ, გაშვება მოგვიწია დროზე ადრე

რა მათი ბრალი იყო, ცხვრებად ყავდა კაკოს მოყვანილი - მე მეჯიბრებოდა ორგანულად, საკუთარი ინტერესით მოსულ ხალხში." -წერს თამარ ჩერგოლეიშვილი