ხვიჩას გოლი, ზურიკოს ასისტი - კვარაცხელიას პსჟ-მა დავითაშვილის "სენტ-ეტიენი" ანგარიშით 1:6 გაანადგურა
"ლიგა 1"-ის 27-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ზურიკო დავითაშვილის "სენტ-ეტიენს“ სტუმრად დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 1:6 დაამარცხა.
დავითაშვილმაც და კვარაცხელიამაც თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს. პირველი ტაიმი მასპინძლების აქტიურობით დაიწყო. მათ შეტევებს მარცხენა ფლანგიდან დავითაშვილი კარგად წარმართავდა, მე-9 წუთზე ზურიკოს გადაცემული ბურთი სტასენმა თავით საფონოვის კარში გაგზავნა.
აქედან მოყოლებული უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ, კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მცველებმა ორჯერ დაბლოკეს, რამუშმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო გატანა. 43-ე წუთზე რამუში საჯარიმოში ტარდიემ წააქცია და პენალტით ანგარიში დაზარალებულმა შეამცირა. ბოლოს პირისპირ გასულ სტასენს საფონოვმა არ გაატანინა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.
სრულიად სხვა სცენარით წარიმართა მეორე ტაიმი, რომლის დასაწყისში, 49-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ დააწინაურა და ამის შემდეგ "პარი სენ ჟერმენი“ მოედანზე უკვე სრულად დომინირებდა. მერე მეტოქის კარი დუემ დალაშქრა. ცოტა ხანში „კვარამ“ შორიდან ვერ მოახერხა გატანა, მცირე ტრავმა მიიღო, მაგრამ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და თამაში გააგრძელა. მერე ნევესმა ანგარიში გაზარდა, 62-ე წუთზე ზურიკოც შეცვალეს და 63-ე წუთზე კი მოედანი უკვე „კვარამაც“, დატოვა, მის ნაცვლად დემბელე შევიდა, დუემ დუბლი შეასრულა და 17 წლის მბიემაც გამოიჩინა თავი. განაგრძეთ კითხვა>>