loader

"არაადამიანებო! მთავარია, თქვენი შვილები არიან "ევროპებში" გამოთაყვანებული ცარიელი თავებით გამოშმოტკილები!" - მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არაადამიანებო! მთავარია, თქვენი შვილები არიან "ევროპებში" გამოთაყვანებული ცარიელი თავებით გამოშმოტკილები!" - მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა მიმართვას ავრცელებს

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"ქოცი" ყველა წაშლილი მყავს ერთი ორის გარდა. იყვნენ მაინც, აქ იკითხონ ჩემი პოსტები და "სქრინონ", უგზავნონ ერთმანეთს!

არაადამიანებო სისხლიანი 9 წელი არ მოგწონდათ?! ახლა მოგწონთ ხო?! წამება არ მოგწონდათ, ახლა არაუშავს არაა?! 50 სინდისის პატიმარი, სრულიად უდანაშაულო არაუშავს, მთავარია, თქვენი შვილები არიან "ევროპებში" გამოთაყვანებული ცარიელი თავებით გამოშმოტკილები!

რესტორნები და მხიარულება არ მოაკლდეთ! ან იმ კლუბებს რა ვუთხარი, დღეს რომ ღიაა! სულ დავკარგავდი მაგ ბიზნესს და ვიდგებოდი სამშობლოს მხარეს! ყველაფერი დროებითია, მაინც რო იცოდეთ! ოჯახებში უკვე ორი და სამი პატიმარია! თქვენ "იგულავეთ", მერე დადეთ ფბ-ზე. უხერხულობასაც ვერ გრძნობთ!

მეცოდებით!!! არალეგიტიმურ გაუგებარ ხროვაზე, არც აღარაფერს ვამბობ! ყველამ ვიცით, ვინც მართავს ქვეყანას, მათ შორის თქვენც "ქოცებო"! უბრალოდ გაწყობთ ასე! ცოტახანში თქვენთანაც მოაკაკუნებენ კარზე და არ მომთხოვოთ თანაგრძნობა! ვერ შევძლებ! ჩემს ძალებს აღემატება! ვერასოდეს ვერ იქნებით ინტეგრირებული ნორმალურ საზოგადოებაში! მე თქვენ არ გესალმებით და არც კი იფიქროთ ჩემთან მოახლოვება!" - წერს ლიკა გუნცაძე.

ცნობისთვის, ანდრო ჭიჭინაძე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.