loader

"დღეს WatssApp-ის ჩათის "სქრინები" გამომიგზავნეს, შეგიძლიათ ნახოთ... ეს არის უნიჭო მცდელობა, შეიკეროს საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის კუთხით" - დავით ქაცარავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს WatssApp-ის ჩათის "სქრინები" გამომიგზავნეს, შეგიძლიათ ნახოთ... ეს არის უნიჭო მცდელობა, შეიკეროს საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის კუთხით" - დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი სახელით დეზინფორმაცია ვრცელდება.

"დღეს გამომიგზავნეს WatssApp-ის ჩათის "სქრინები", სადაც ე.წ. ჰოლანდიური ანონიმური ნომრიდან ჩემი სახელით მოხდა კომუნიკაცია ჩემთვის უცნობ ადამიანთან, რომელსაც "ჰოლანდიელი ორეული" უყვებოდა და აცნობდა გეგმას, რომ "ვეტერნები" ვაპირებთ "გაერთიანებას" და "ახალი საქართველოს" შექმნას.

ამ გზავნილების ადრესატისთვის ძალიან უცხო გამოდგა ეს მესიჯები და კომუნიკაციაში არ შესულა.

"სქრინები" შეგიძლიათ ნახოთ.

ეს არის უნიჭო მცდელობა შეიკეროს საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის კუთხით.

დიდი ალბათობით, მალე ვიხილავთ ამ უნიჭო და გაუნათლებელი ხიხოების მორიგ "შედევრს", რომლითაც "ქოცები" შეეცდებიან ჩემი და სხვა აქტივისტების განეიტრალებას.

უბრალოდ შეხსენებისთვის: დრონი მეფობენ "ქოცებო", დრონი" - წერს ქაცარავა და "სქრინებს" აქვეყნებს.

1222-1743260543.png