იხილეთ ვიდეოკადრები, რომლის გამოც თათული ედიშერაშვილი საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა - მსახიობი კრიტიკოსებს მიმართავს: "ბევრი მოვითმინე და გავატარე, მაგრამ აღარ დამთავრდა!"
მსახიობი თათული ედიშერაშვილი სოციალურ ქსელში კრიტიკოსებს პასუხობს.
"ბევრი მოვითმინე და გავატარე, მაგრამ აღარ დამთავრდა!
ქუჩაში ცეკვა პატრიოტიზმია და დაბადების დღეზე ცეკვა სამშობლოს ღალატი ყოფილა. ვერ იტანენ კარგ ხასიათზე მყოფ ადამიანებს.
მიხედეთ თქვენს ცხოვრებას და იქნებ უკეთესად იგრძნოთ თავი.
როგორ ბედავთ ან ვინ გეკითხებათ, დამიდგინოთ სად ვიარო, სად ვიმუშაო და ვინ მიყვარდეს?!" - წერს თათული ედიშერაშვილი.
ცნობისთვის, გიორგი გასვიანის მეუღლის, მარიტა მელიქიშვილის დაბადების დღიდან გავრცელებულ კადრებს, სადაც თათული ედიშერაშვილი ცეკვავს, სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
ვიდეო: TIVI