loader

ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს - "ელენეს წამებას არც ქართული სახელმწიფო გაპატიებთ, არც პირადად მისი თითოეული მეგობარი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს - "ელენეს წამებას არც ქართული სახელმწიფო გაპატიებთ, არც პირადად მისი თითოეული მეგობარი"

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში დიღმის იზოლატორიდან "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულ წერილს ეხმაურება.

"ბორკილდადებული ქალის ძალით გაშიშვლებას ჰქვია არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა, რაც უთანაბრდება წამებას.

ელენეს წამებას არც ქართული სახელმწიფო გაპატიებთ, არც პირადად მისი თითოეული მეგობარი. თქვე ნაბიჭ***ებო" - წერს გვარამია.

ელენე ხოშტარია, რომელიც გუშინ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, წერს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში პოლიციელები ეჭიდავნენ და სრულად გააშიშვლეს.