ელენე ხოშტარია, რომელიც გუშინ დააკავეს, ადვოკატმა მოინახულა - რას ამბობს უფლებადამცველი?
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, ელენე ხოშტარია, რომელიც გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დიღმის მთავარ სამმართველოშია.
ის მისმა ადვოკატმა თეონა ზაქარაშვილმა მოინახულა. მისთვის უცნობია, ხოშტარიას საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება, თუ 48-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მას გაათავისუფლებენ.