loader

კადრები ქართველი ბიზნესმენისა და კამბოჯელი "ინფლუენსერის" ქორწილიდან - სიძე ცნობილი ქართველი ექიმის ძმისშვილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ქართველი ბიზნესმენისა და კამბოჯელი "ინფლუენსერის" ქორწილიდან - სიძე ცნობილი ქართველი ექიმის ძმისშვილია

ქარ­თვე­ლი სი­ძი­სა და კამ­ბო­ჯე­ლი ლა­მაზ­მა­ნის ქორ­წი­ლის კად­რებ­მა ორი დღეა, რაც ქარ­თუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი და­ი­პყრო. ორი ზღაპ­რუ­ლი ქორ­წი­ლი­დან ერთი პა­ტარ­ძლის სამ­შობ­ლო­ში, ზა­ფხულ­ში, ხოლო მე­ო­რე შე­მოდ­გო­მა­ზე, გერ­მა­ნი­ა­ში გა­ი­მარ­თა.

გო­გო­ნა ფიჩი ბაი, ცნო­ბი­ლი ინფლუ­ენ­სე­რია, მას ტიკ-ტოკ­ზე 1.4 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი ჰყავს. სიძე კი - გი­ორ­გი ქა­ში­ბა­ძეა. გი­ორ­გი ქა­ში­ბა­ძე, ცნო­ბი­ლი ექი­მი, დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი გუგა ქა­ში­ბა­ძის ძმის შვი­ლია.

peachybay სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ინფლუ­ენ­სე­რია, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად აქ­ტი­უ­რია TikTok-ზე.

გო­გო­ნა ცნო­ბი­ლია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კონ­ტენ­ტის შექ­მნით, მათ შო­რის კო­მე­დი­უ­რი სკეტ­ჩე­ბი­თა და კონ­ტენ­ტით, რო­მე­ლიც მის მო­მა­ვალ დე­დო­ბას ეხე­ბა. ასე­ვე ვი­დე­ო­ებ­ში ხში­რად ჩანს მისი უმ­ცრო­სი ძმა. წყვი­ლი უკვე ვაჟს ელო­დე­ბა.

ზო­გი­ერთ ვი­დე­ო­ში თა­ვის კამ­ბო­ჯურ წარ­მო­შო­ბა­საც უს­ვამს ხაზს. თუმ­ცა არ ავი­წყდე­ბა მე­უღ­ლის სამ­შობ­ლო. ის ხან ხინ­კალს მი­ირ­თმევს, ხა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს გულ­შე­მატ­კივ­რობს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქარ­თველ პა­ტარ­ძალს უამ­რავ სა­ქე­ბარ კო­მენ­ტა­რებს უწე­რენ.

განაგრძეთ კითხვა>>>