loader

სამართალდამცველებმა 17 ლოკაციიდან რეალიზაციის მიზნით განთავსებული დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - შსს-მ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამართალდამცველებმა 17 ლოკაციიდან რეალიზაციის მიზნით განთავსებული დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - შსს-მ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ჯ.ფ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ჩატარებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა 17 ლოკაციიდან ნივთმტკიცებად რეალიზაციის მიზნით განთავსებული დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს.

„სამართალდამცველებმა ბათუმში, ჯ.ფ.- ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“. ხოლო 17 ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირის მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჯ.ფ.-ს დროებითი საცხოვრებელი ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოიღო ელექტრო სასწორი, პოლიეთილენის პაკეტები და წებოვანი ლენტები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 19-260-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.