რა უპასუხა საქართველოს შესახებ დასმულ კითხვას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა?
ამ კითხვას ჩვენ უკან დავუბრუნდებით და თქვენთვის პასუხი გვექნება, - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დასმულ შეკითხვას.
კითხვაზე, საქართველოში არსებული მძიმე ვითარების ფონზე, ჰქონდა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოში მმართველ პარტიასთან რაიმე სახის კომუნიკაცია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა უპასუხა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ამ კითხვას დაუბრუნდება.
„მსურს, რომ ამ კითხვას ვუპასუხო. ჩვენ ამას უკან დავუბრუნდებით და თქვენთვის პასუხი გვექნება“, - განაცხადა ტემი ბრიუსმა.