"გიორგი ანწუხელიძე ათასს კი არა - ყველას გვჯობს, მე ვამაყობ, რომ მისი ოჯახის მეგობარი მქვია" - რას წერს გიორგი კეკელიძე
მწერალი, "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:
"იმ დიდმა კაცმა, განა უმიზეზოდ და მხოლოდ ლამაზ სიტყვად თქვა: ,, ათას ცოცხალსა ბევრჯელა ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია”. ეს ასე იყო სულ. გუშინ. გუშინწინ. ხვალაც იქნება. და რომ იქნება, ეს არაფერს ნიშნავს. ნიშნავს მხოლოდ ის, რომ ეს აღინიშნოს, რათა ზოგი ,,მკვდრის" მნიშვნელობაც ვიცოდეთ და ზოგი ,,ცოცხლისაც". გიორგი ანწუხელიძე ათასს კი არა - ყველას გვჯობს. მე ვამაყობ, რომ მისი ოჯახის მეგობარი მქვია," - წერს გიორგი კეკელიძე.