loader

"ასეთი რეალობის წინაშე თუ აღმოვჩნდით, ესენი გაქცევას ვერ მოასწრებენ" - რას წერს რომან გოცირიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასეთი რეალობის წინაშე თუ აღმოვჩნდით, ესენი გაქცევას ვერ მოასწრებენ" - რას წერს რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

"არა მგონია, რომ ეროვნული ბანკი საქნქციებისთვის ემზადება და ვიზისა და მასტერქარდის ჩასანაცლებლად თადარიგს იჭერდეს. თუ ქვეყანაში ვიზამ და მატერქარდმა მუშაობა შეაჩერა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ისეთი საუნქციები დაუწესდა, რომელიც ფინანაურ სისტემას გაანადგურებს. ბანკები შეწყვეტენ ანგარიშსწორებას და ეკონომიკა გაჩერდება.მსგავსი ეჭვები აღძრა პარლამენტში საკომეტეტო მოსმენაზე დასმულმა ბრიყვულმა შეკითხვამ, რომ თურმე საანგარისწორებო ამ საერთაშორისო კომპანიებს ფული გააქვთ საქართველოდან. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ბანკები ( საბოლოო ჯამში კლიენტები) ფულს უხდიან მათ მომსახურებისათვის. არავინ აძალებს მათ ამ ბარათების გამოყენებას და ბანკებს რომ შეეძლოთ მსგავსი ოპერაციების უფრო იაფად განხორციელება, მათ ამას ვერავინ დაასწრებდა.დროთა განმავლობაში, მართლაც შეიძლება საბანკო ბარათებით ანგარისწორებას კონკურენტი გამოუჩნდეს (კრიპტოფული, ციფრული ვალუტა, სადაც ბარათის ნაცვლად ტელეფონები იქნება გამოყენებული და ა. შ. ), მაგრამ ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა.სანქციებზეც რომ ფიქრობდნენ “ოცნებაში” და რაღაც ირანულ-რუსულ სქემებზე რომ მსჯელობდნენ, არც ეს უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ ასეთი რეალობის წინაშე თუ აღმოვჩნდით, ესენი გაქცევას ვერ მოასწრებენ," - წერს რომან გოცირიძე.