loader

"ომის სინდრომის" გამწვავებას მივიღებთ ამ კამპანიით, რომ ის მეომრები, ვინც თავი გაწირა, თურმე გმირები კი არა, აგრესორები არიან - ეს ტვ შოუს საკითხი არაა, მითუმეტეს, როცა ეს კეთდება არა შეცდომების არ გამეორების მიზნით, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დასაკნინებლად" - ნათია ფანჯიკიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ომის სინდრომის" გამწვავებას მივიღებთ ამ კამპანიით, რომ ის მეომრები, ვინც თავი გაწირა, თურმე გმირები კი არა, აგრესორები არიან - ეს ტვ შოუს საკითხი არაა, მითუმეტეს, როცა ეს კეთდება არა შეცდომების არ გამეორების მიზნით, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დასაკნინებლად" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

"მხოლოდ ერთ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ფრაგმენტზე გავამახვილებ ყურადღებას - ომის სინდრომი დაერქვა გადარჩენილი ჯარისკაცების პოსტ ტრავმული სტრესის აშლილობას, რომელიც ღრმა დეპრესიით მიმდინარეობს და ხშირად ახლავს სუიციდიც, ან ლატენტური სუიციდი - ალკოჰოლიზაცია, ნარკოტიზაცია.

ომის სინდრომი უმძიმეს ფორმას იღებს, როცა ომი წაგებულია და კიდევ უფრო მძიმეს, როცა ომს გადარჩენილ ჯარისკაცებს ხალხი ხვდება არა როგორც გმირებს, არამედ "უაზრობაში ჩათრეულებს", კიდევ უარესი, როგორც "მოღალატეებს, გაყიდულებს, მოროდიორებს, აგრესორებს..."

დეპრესია ვრცელდება დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებზეც, რომლებსაც არწმუნებენ, რომ სამშობლოსთვის გაღებული მათი მსხვერპლი უაზროა.

ომის სინდრომმა შთანთქა ჩვენი სამი თაობა 90-იანებში.

ომის სინდრომის გამწვავებას მივიღებთ ახლა ამ კამპანიით, რომ ის მეომრები, ვინც უყოყმანოდ გაწირა თავი ქვეყნის დასაცავად, თურმე გმირები კი არა, აგრესორები, ან გაცუცურაკებულები ყოფილან.

სამწუხაროა, ასეთ უხეშ, ადამიანის ფასის არ მცოდნე ქვეყნად რომ ჩამოვყალიბდით, ან კი სადღა გვყავს საკმარისი ადამიანი ამ ქვეყანაში, მათაც რომ მორალურად თუ ფიზიკურად ვანადგურებთ?

ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროფესიულ გარემოში შეცდომების ანალიზს აერიდონ თავად სამხედრო ინტელექტუალები. ანალიზი აუცილებელია, რომ მომავალში გამოცდილებას დაეფუძნოს მოქმედებები, მაგრამ ეს ტვ შოუს საკითხი არაა და მითუმეტეს, როცა ეს კეთდება არა შეცდომების არგამეორების მიზნით, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ჩვენი ბრძოლის დასაკნინებლად, ნიჰილიზმის დასათესად და პტსა-ს ახალი ტალღის გამოსაწვევად." - წერს ნათია ფანჯიკიძე.