"თბილისში სტინგის კონცერტის ბილეთების შეძენის მიზნით, ყალბი ვებგვერდი გააკეთა , თანხა ბრალდებულის კრიპტო საფულისა და საბანკო ანგარიშებზე ირიცხებოდა" - პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში სტინგის კონცერტის ბილეთების შეძენის მიზნით, ყალბი ვებგვერდის საშუალებით მოქალაქეებისთვის ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2024 წლის აგვისტოში, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლისა და დაფარვის გზით, ყალბი „ფიშერული“ ვებგვერდი „bsafest.online“ შექმნა, რომელსაც სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით რეკლამირებას უწევდა, აღნიშნული ყალბი ვებგვერდი მომხმარებლებს ბრიტანელი მომღერლის, სტინგის თბილისში გასამართი კონცერტის ბილეთების შეძენას სთავაზობდა. როდესაც მომხმარებელი ირჩევდა კონკრეტულ ბილეთს და ბილეთების რაოდენობას, ვებგვერდი კი მომხმარებლებს ავტომატურად ონლაინ გადახდის პლატფორმაზე გადაამისამართებდა და თანხა ბრალდებულის მიერ წინასწარ მითითებულ კრიპტო საფულისა და საბანკო ანგარიშებზე ირიცხებოდა.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2024 წლის აგვისტოში, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლისა და დაფარვის გზით, ყალბი „ფიშერული“ ვებგვერდი „bsafest.online“ შექმნა, რომელსაც სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით რეკლამირებას უწევდა, აღნიშნული ყალბი ვებგვერდი მომხმარებლებს ბრიტანელი მომღერლის, სტინგის თბილისში გასამართი კონცერტის ბილეთების შეძენას სთავაზობდა. როდესაც მომხმარებელი ირჩევდა კონკრეტულ ბილეთს და ბილეთების რაოდენობას, ვებგვერდი მას ავტომატურად გადაამისამართებდა ონლაინ გადახდის პლატფორმაზე და თანხა ირიცხებოდა ბრალდებულის მიერ წინასწარ მითითებულ კრიპტო საფულისა და საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგათ.
ბრალდებულს ბრალდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა და დაფარვა, რამაც დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.