ვრცელდება საგანგაშო და სკანდალური ინფორმაცია - "სექსი გინდა? ძალიან მიმზიდველი გოგო ხარ, შევხვდეთ! " - როგორ დავიცვათ არასრულწლოვანი შვილები სოციალურ ქსელში?
"მოგწონვართ? რამდენს დამიწერთ?" - ერთი შეხედვით ამ უწყინარი კითხვების მიღმა, კიბერ ბულინგი და ფსიქოლოგიური წნეხი დგას.
გაფრთხილება მშობელბისვის, თუ თქვენი არასრულწლოვანი შვილი ეკრანზე გამოჩენილი ჯგუფის წევრია, გამოიჩიენთ სიფრხილე.
ღირსებისა და პატივის ინტერნეტ სივრცეში შელახვა, ციფრული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი დანაშაულებრივი გამოწვევაა.
ჯგუფი, რომელზეც დღეს გიყვებით,7 000-მდე ფეისბუქ მომხამარებელს აერთიანებს, სადაც გაწევრიანება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია. თუმცა წევრების უმრავლესობა სკოლის მოსწავლეა.
ძირითადი საკომუნიკაციო თემა, კი ბავშვების ვიზუალური მახასიათებლის გათვალისწინებით, მათი 10-ბალიანი სისტემით შეფასებაა, სადაც მეტწილად მხოლოდ ნეგატიურ და დამცინავ კომენტარებს ვკითხულობთ.