"ეს უკავშირდებოდა მერაბიშვილისა და ოქრუაშვილის დაპირისპირებას... დაიბოღმა და გამათავისუფლა" - მამუკა ყურაშვილი თანამდებობის დატოვებაზე
გენერალმა ირაკლი ყურაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2006 წელს თანამდებობის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა:
"ეს უკავშირდებოდა მერაბიშვილისა და ოქრუაშვილის დაპირისპირებას. მე, როგორც სამხედრო მეთაური ნოხის ქვეშ და კულისების უკან რა ხდებოდა არ ვიცი. ჩამობრძანებული იყო მინისტრი, ცხინვალიდან გამოვატარე და ამაზე დაიბოღმა და გამათავისუფლა" - ამის შესახებ გენერალმა მამუკა ყურაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.