loader

ხაშურში მემანქანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით "საქართველოს რკინიგზა" ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხაშურში მემანქანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით "საქართველოს რკინიგზა" ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზა“ ხაშურის რკინიგზის მემანქანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ცნობით, ზვიად დევაძემ დაასრულა კონკრეტული სამუშაოები და ემზადებოდა ძირითად სამუშაო ადგილას - ბორჯომის რეგიონში დასაბრუნებლად, რა დროსაც იგი შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.

„საქართველოს რკინიგზა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კომპანიის ინფრასტრუქტურის ფილიალის სალიანდაგო სამმართველოს, ბორჯომის რეგიონის, სახელოსნოს დრეზინის მძღოლის - ზვიად დევაძის გარდაცვალების გამო. გაცნობებთ, რომ 27 მარტს აღნიშნული პირი თანაშემწესთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, იმყოფებოდა ხაშურის სალიანდაგო სამმართველოს ტერიტორიაზე.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზვიად დევაძემ დაასრულა კონკრეტული სამუშაოები და ემზადებოდა ძირითად სამუშაო ადგილას - ბორჯომის რეგიონში დასაბრუნებლად, რა დროსაც იგი გახდა შეუძლოდ და დაკარგა გონება. საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებმა მოახდინეს მყისიერი რეაგირება, გამოიძახეს სამედიცინო პერსონალი და აცნობეს სამართალდამცავ ორგანოებს. საქართველოს რკინიგზა თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.