loader

"პირდაპირ ეთერში მიმდინარე ქვეყნის ღალატის ქრონიკა" - როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გარშემო მიმდინარე პროცესებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პირდაპირ ეთერში მიმდინარე ქვეყნის ღალატის ქრონიკა" - როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გარშემო მიმდინარე პროცესებს

"პირდაპირ ეთერში მიმდინარე ქვეყნის ღალატის ქრონიკა. საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში და სრულად უსაფუძვლოდ, არის ყველაზე დიდი ნაძირალობა და ღალატი, რაც შეიძლება ჩაიდინო", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გარშემო მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აღნიშნული საგამოძიებო კომისიის საშუალებით ბიძინა ივანიშვილი რუსეთის დავალებით „რევანშის აღებას ცდილობს“.

„ივანიშვილმა თავის დროზე სცადა ხელოვნურად პროვოცირება ჰააგაში ჩვენი სამხედროების მიმართ საქმის დაწყების, საქართველომ მოიგო და ივანიშვილმა წააგო, ამიტომ ახლა რუსეთის დავალებით რევანშის აღებას ცდილობს ამ უბადრუკი კომისიით.

2008 წელს პარტნიორები მაფრთხილებდნენ, რომ წავსულიყავი ემიგრაციაში, სხვა შემთხვევაში პუტინი მომკლავდა, მაგრამ ფეხი არ მომიცვლია, არავინ არსად არ წასულა, რითაც გადავარჩინეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ამით ვამაყობ.

რაც არ უნდა წყენები გქონდეს, მოგწონდეს ან არ მოგწონდეს სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა “მე რა შუაში ვარ” პოზიციის დაკავება სრულიად გაუგებარია, როდესაც ქვეყანა სასიკვდილო საფრთხის წინაშეა. ყველა შუაშია, როცა საქართველოს ინტერესებს ეხება საქმე“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.