"ალბათ გარდაცვალების დღემდე ახსოვდა ის კოშმარი, რაც იქ ნახა" - ზაზა გოგავა ზურაბ ჟვანიაზე
"ალბათ გარდაცვალების დღემდე ახსოვდა ის კოშმარი, რაც იქ ნახა" - ამის შესახებ გენერალმა ზაზა გოგავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა, სადაც განსახილველი საკითხი 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომია.